რეზონანსი
29.04.2020

 დღეს ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის კატასტროფისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს კარანტინში ყოფნის დროს კორონავირუსი დაუდგინდათ. ექიმები ბოლნისიდან ავლაბრის საკარანტინო სივრცეში 13 აპრილის შემდეგ, ეტაპობრივად გადმოჰყავდათ. 

კარანტინში მყოფი ერთ-ერთი ექიმი ეჭვობს, რომ ინფიცირებულებმა სიმპტომები დამალეს, თუმცა ფაქტი კატეგორიულად უარყო ადგილზე მომუშავე მედპერსონალმა. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ თუკი ეჭვი საკარანტინო პერიოდის ვადებმა გააჩინა, ექიმებს დაკვირვების ქვეშ ყოფნა არა 14, არამედ 28 დღე უწევდათ. უწყების ამ გადაწყვეტილების შესახებ, როგორც გაირკვა, კარანტინში მყოფებს ინფორმაცია არ ჰქონდათ და ეს ფაქტი "კურიერისგან" შეიტყვეს.

ინფიცირებული 5 ექიმიდან ერთი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ავლაბარში განთავსებულ საკარანტინო ზონამდე, რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც გადიოდა მკურნალობას. კლინიკაში ტემპერატურით მოათავსეს, თუმცა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. ექიმმა მუშაობა განაახლა. ის ბოლნისის კატასტროფის ცენტრის გარდა, თბილისში, "ამტელ ჰოსპიტალშიც" მუშაობს. კარანტინში მყოფი პირები "კურიერთან" ყვებიან, რომ ექიმი იზოლაციაში ყველაზე ბოლოს შეიყვანეს და მას მანამდე შემხებლობა ბოლნისის კლასტერის გარდა სხვა ინფიცირებულთანაც ჰქონდა.

"ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორის განცხადებით, ექიმს კლინიკაში პირველი იზოლაციის შემდეგ აღარ უმუშავია. ექიმი მამაკაცი კი რომელსაც, კარანტინში ყოფნა ორჯერ მოუხდა, მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

ბოჭორიშვილის კლინიკაში ამბობენ, რომ პირველი კარანტინის დასრულების შემდეგ ექიმი სამსახურში დაბრუნდა, სადაც ის, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდა.

35 ექიმი კარანტინს თბილისში, დანარჩენები კი - თვითიზოლაციას ბოლნისში გადიან.

“რუსთავი2“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×