რეზონანსი
29.04.2020

ჩემთვის ძალიან მიუღებელია, 40 -50 წლის ჯან-ღონით სავსე ადამიანები წლების განმავლობაში სოციალურ შემწეობას იღებდნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძე განაცხადა.

გუგული მაღრაძე უმუშევრობის შემწეობის შემოღების ინიციატივით გამოდის.

„ხომ არ ჯობია განვასხვაოთ ისინი ვინც შრომისუუნაროა და არ შეეძლებათ მუშაობა და მათ მივცეთ სოციალური შემწეობა, ხოლო მათთვის, ვისაც პოტენციურად დასაქმება შეუძლია, იყოს უმუშევრობის დახმარება, რომელიც გარკვეული თვეების განმავლობაში გაგრძელდება. შემდეგ იქნება შეთავაზება პროფესიული განათლების, რაც უფასოა ან სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის იქნება საოჯახო მეურნეობის მოწყობაში დახმარება და ამ მიმართულებით მგონია, გაცილებით უფრო მეტ მოტივაციას შევუქმნით ადამიანებს",-აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

“Digest.pia“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×