რეზონანსი
29.04.2020

უკრაინის, ტერნოპილსკის ოლქში კორონავირუსით მღვდელი გარდაიცვალა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, წირვა-ლოცვას ფარულად ატარებდა.

„55 წლის სასულიერო პირი ერთ-ერთი დასახლების მღვდელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო მსახურება აკრძალულია, ის ფარულად კერძო შენობაში წირვა-ლოცვას აღავლენდა, სადაც სავარაუდოდ კორონავირუსით დაინფიცირდა. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- აცხადებს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კუდლაკი მედიასთან საუბარში.

გარდაცვლილი სასულიერო პირი, უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიის ღვთისმსახურია.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ კორონავირუსის გამო კიევ-პეჩორის ლავრაც დაიხურა, სადაც ვირუსით 100-მდე პირი დაინფიცირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×