რეზონანსი
29.04.2020

მიხეილ სააკაშვილის დანიშვნა ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია ჰქონდათ.

„ჩვენ გამოვტახეთ ჩვენი მკაფიო პოზიცია სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, გვქონდა ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია ჩვენ კოლეგებთან მეგობრებთან, უკრაინის ხელისუფლებიდან და კარგია, რომ პირველი ინფორმაცია, რომელიც წამოვიდა სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით არის დადებითი, ვგულისხმობთ იმ განცხადებებს, რომლებიც გააკეთეს მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც აცხადებს, რომ ის სავარაუდოდ, არ დაუჭერს მხარს სააკაშვილის დანიშვნას. ასევე იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიცე-პრემიერად ის უკვე აღარ განიხილება. თუმცა, ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერ საჯარო თანამდებობაზე საკააშვილის დანიშვნა, ეს აღიქმება ბუნებრივია, როგორც არამეგობრული ნაბიჯი და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ აქამდე არ მივა საქმე,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×