რეზონანსი
29.04.2020

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დღესდღეობით ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი,- ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის კითხვას მასობრივ ტესტირებასთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ეფექტურობა და შედეგი.

„მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღესდღეობით ჩვენ ვართ ეფექტურები და გვაქვს შედეგი. აქედან გამომდინარე ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც აუცილებლად იქნება თანმიმდევრული და მიზნობრივი, რადგან მსგავსი მიდგომა აქვს ნებისმიერ ევროპის ქვეყანას და ეს ქვეყნები არის გერმანია, შვეიცარია, ავსტრია და მათ ჩამონათვალი არის დიდი. ეს ჩვენი მიდგომა კვლავ დარჩება ისეთი, როგორც არის იმ ჯგუფების გაფართოებით, რომლებსაც ჩვენ ეტაპობრივად ვაფართოებთ. მივიჩნევთ, რომ ვართ კონკრეტულად უფრო მიზნობრივები და ჩვენი ეფექტურობაც უფრო იზრდება", - განაცხადა მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×