რეზონანსი
29.04.2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 47-ს კორონავირუსი აქვს დადასტურებული.

ამასთანავე, ლევან გოფოძის თქმით, გუშინ კლინიკიდან 3 პაციენტი გაეწერა, დღეს კი კიდევ ერთი პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხს ელიან.

„პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია ძირითადად, არ გვყავს მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, თუმცა არის სერიოზული პნევმონიით მიმდინარე პროცესების მქონე რამდენიმე პაციენტი და მათ განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. დღეს ველოდებით ერთი პაციენტის დადასტურებას, 4 საათზე გვექნება განმეორებითი ტესტირების პასუხები და ისიც დატოვებს კლინიკას თუ უარყოფითი მოვა პასუხი,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×