რეზონანსი
29.04.2020

პოლიციამ კახეთში მომხდარი დანაშაული გახსნა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც სუფრაზე ერთ-ერთ მოქალაქეს ბასრი საგნით თავის არეში დაზიანებები მიაყენა.

მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია ჩაუტარდა.

"მას აღენიშნებოდა საკმაოდ მძიმე დაზიანება თავის ქალის, ასევე თავის ტვინის მძიმე დაზიანება. გუშინ ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ოპერაცია, ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. აღენიშნებოდა როგორც ღია ჭრილობა, ასევე ჭრილობები იყო საკმაოდ დაბინძურებული," - აცხადებს თელავის რეფერალური ჰოსპიტლის ნეიროქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი გაგა ბეგიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×