რეზონანსი
29.04.2020

თელავში სამდღიანი ძებნის შემდეგ, 80 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ალექსი ოხანაშვილის ცხედარს, მაშველებმა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, მდინარე ალაზანში მიაკვლიეს.

ალექსი ოხანაშვილი თანასოფლელთან ერთად საქონელს მდინარე ალაზნის პირას მწყემსავდა. მისი კვალი სწორედ აქ გაუჩინარდა. მალევე იპოვეს მწყემსის ტანსაცმელი და გაჩნდა ვერსია, რომ ოხანაშვილი საქონლის გამოსაყვანად მდინარეში შევიდა და წყალმა გაიტაცა.

პროცესში ჩართულები იყვნენ როგორც კახეთის მეხანძრე-მაშველები, ასევე თბილისის სწარფი რეაგირების ბაზის მყვინთავები, სპეციალური ტექნიკით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×