რეზონანსი
29.04.2020

სომხეთში, ქალაქ გავარში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც სროლების შედეგად ორი პირი მოკლეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ინციდენტის შემდეგ, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, თავდამსხმელები გაქცევას შეეცადნენ, თუმცა ავარიაში მოჰყვნენ, რის შედეგადაც ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ მოკლულების ნათესავებმა შეიტყვეს. ადგილობრივ საავადმყოფოსთან ხუთასამდე ადამიანი შეიკრიბა. მათ საავადმყოფოსთან პოლიციის კორდონი გაარღვიეს, საავადმყოფოში შეიჭრნენ და მკვლელობაში ეჭვმიტანილ ორ ადამიანს პალატაში ყელი გამოჭრეს.

სომხური მედიის ინფორმაციით, მათგანი პირი გარდაიცვალა. ქალაქ გავარში სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელი გაემგზავრა. ადგილზე ასევე მობილიზიბულია პოლიციის დამატებითი ძალები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×