რეზონანსი
28.04.2020

ყვარელში, 25 წლამდე კაცს თავის და სხეულის სხვადასხვა არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა დააახლოებით 2 საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სუფრაზე ოჯახის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რომელიც ეზოში გაგრძელდა. სტუმრად მყოფ სიძის ძმას, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×