რეზონანსი
28.04.2020

მთლიანობაში ეს თანხა ხმარდება იმას, რომ მოქალაქეებს, შეუმსუბუქდეთ ის პრობლემები, რომლებიც წარმოიშვა პანდემიის გამო. ასევე ეს თანხები ხმარდება ეკონომიკის სტიმულირებას - ამის შესახებ „ქრონიკას" „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, როგორ დაიხარჯება მოზიდული 3 მილიარდ 500 მილიონი.

„მილიარდზე მეტი არის განკუთვნილი სოციალური დახმარებისთვის. დახმარება განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამუშაო და ანაზღაურება, მათ შორის თვითდასაქმებულების კადეგორიისთვის. სოციალურად მოწყვლადი ფენებისთვის არის ცალკე გამოყოფილი ფინანსური დახმარება. ასევე არის სხვა მიმართულებით გაწეული სოციალური დახმარება. მთელი პაკეტი არის განსაზღვრული. რამდენიმე პუნქტიანია სოციალური ნაწილი. ეკონომიკურ ნაწილში საგადასახადო შეღავათებია გათვალისწინებული, ასევე პირდაპირი დახმარება ეკონომიკური სუბიექტებისთვის, ბანკებისთვის. მთლიანობაში ასეულობით მილიონ ლარზეა საუბარი. ეკონომიკური პაკეტი მოიცავს 2 მილიარდ ლარზე მეტს და სოციალური პაკეტი 1 მილიარდ ლარზე მეტს. თითოეული პუნქტი არის მიზნობრივად გაწერილი. მიზანი არის, რომ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, მიუხედავად იმ მძიმე დარტყმისა, რომელიც მიიღო ჩვენმა ეკონომიკამ", - განაცხადა კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×