რეზონანსი
28.04.2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, რაც პერსონალის განწყობაზეც აისახება.

„რამდენიმე დღეა ჩვენი კლინიკა მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. დაწყნარდა იმიტომ, რომ ნაკადებით შემოდინება შემცირდა და არსებული პაციენტები, რომლებიც ჩვენ კლინიკაში მკურნალობენ დასტაბილურდნენ. მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტი, რომელიც ამ ეტაპზე რეანიმაციაში წევს, მეტ-ნაკლებად ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებული გვაქვს და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან გვახარებს. ასევე ძალიან გვახარებს, რომ გავწერეთ დაახლოებით 4 ათეული პაციენტი. ველოდებით 11 ტესტს. პირველ შემთხვევაში გვაქვს მიღებული უარყოფითი და დღის ბოლოსთვის განმეორებით ტესტირებას ველოდებით და იმედია, რომ ხვალ დილისთვის ჩვენ კლინიკას 11 პაციენტი დატოვებს", - განაცხადა რატიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ მალე დადგება მომენტი, როცა მსოფლიოს კორონავურსთან აგრესიული ბრძოლა არ დასჭირდება, რადგან ვაქცინები ან სამკურნალო პრეპარატები ინფექციის ტერმინაციას საწყის ეტაპზე მოახერხებენ.

საქართველოში კორონავირუსი 511 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 156 უკვე გამოჯანმრთელდა, 6 კი გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×