რეზონანსი
28.04.2020

საპატრულო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, დავით ცინარიძე დაკავებულია. ცინარიძეს გამოძიება ოჯახში ძალადობას ედავება.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა ქალი არ დაშავებულა.

საპატრულო პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის ყოფილ მოადგილეს, სავარაუდოდ, ამ წუთებში კითხავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ცნობით, გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×