რეზონანსი
28.04.2020

ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2021 წლის ბოლომდე მზად არ იქნება, - განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა, პასი პენტინენმა.

„ვაქცინის შემუშავება ძალიან რთული და ძვირადღირებული პროცესია. ეს პროცესი ვაქცინის ადამიანზე გამოცდის უამრავ ეტაპს მოიცავს, რათა დავრწმუნდეთ მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში", - განაცხადა ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრის ექსპერტმა.

პასი პენტინენის თქმით, გარდა ამისა, ასევე გასათვალისწინებელია წარმოების შესაძლებლობები, რათა ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის იყოს ხელმისაწვდომი.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ ვაქცინა 1.5-2 წელიწადში იქნება მზად, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული", - აღნიშნა მან.

პასი პენტინენი ევროპის დაავადების პრევენციისა და კონტროლის ცენტრში გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების პროგრამის ხელმძღვანელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×