რეზონანსი
28.04.2020

უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლად დაინიშნოს. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Українська правда წერს.

გამოცემის ცნობით, ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი ფრაქცია „ხმის" წევრებს ხვდება. როგორც გამოცემას ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა, სააკაშვილი აღარ ეწევა აგიტაციას მისთვის ხმის მიცემის მიზნით და უფრო მეტს ზელენსკის მრჩევლის პოზიციაზე საუბრობს.

მანამდე უკრაინულმა მედიამ დაწერა, რომ მთავრობამ პარლამენტიდან სააკაშვილის კანდიდატურა გაიწვია, ვინაიდან საკმარისი რაოდენობის ხმების მოგროვება ვერ შეძლო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობა შესთავაზეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×