რეზონანსი
28.04.2020

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ რეგიონებში შეზღუდვების მოხსნა მაშინ დაიწყება, როდესაც ეპიდემიოლოგები ამის რეკომენდაციებს გასცემენ.

ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შეზღუდვების დაბრუნება მოხდება მხოლოდ მაშინ, თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება და ხალხი რეკომენდაციების შესრულებას შეწყვეტს.

მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობა და რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა.

"კარანტინი რამდენიმე რეგიონშია ახლა. ქობულეთში, ბოლნისში, მარნეულში როდის მოიხსნება შეზღუდვები, ეს დამოკიდებულია მდგომარეობაზე. სადაც მოიხსნა შეზღუდვები, იქ რისკები შემცირდა და ამიტომაც მოვხსენით შეზღუდვები. თუ რეკომენდაციები იქნება სპეციალისტებისგან და ეპიდემიოლოგებისგან, სხვა რეგიონებშიც მოიხსნება შეზღუდვები. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იქნება. თუ ჩვენი მოქალაქეები წინდახედულობას არ გამოიჩენენ და დაარღვევენ წესებს, თუ ის მეწარმეები, რომელთა საქმიანობაც ჩვენ 27 აპრილიდან დავუშვით არ დაიცავენ წესებს, მდგომარეობის გართულების რისკი იქნება რაც ძალიან ცუდი იქნება და არავის უნდა ეს შედეგი. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს უკან დაბრუნება და შეზღუდვების ისევ დაწესება,"- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×