
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, საქართველოს მიერ შემუშავებული პროტოკოლით მკურნალობისას გამოვლინდა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე გართულებული შემთხვევა.
"ქვეყნის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ მთავარია არ მოვექცეთ იმ სოციალური ტერორის ომში, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს. ამიტომ, ყველას მოვუწოდებთ, თუ დაგჭირდათ ჩვენი გვერდში დგომა ჩვენ, ჩვენ თქვენს გვერდში ვართ", - აღნიშნა ლევან რატიანმა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 511 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 156 გამოჯანმრთელებულია, 6 გარდაცვლილი.