რეზონანსი
28.04.2020

გაფართოებულ ტესტირებაში დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრებზე და ისეთ სათემო პანსიონატებზე, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები.

„გვქონდა შეხვედრა ყველა კლინიკის ხელმძღვანელთან, რომელიც უკვე ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე არის ჩართული კოვიდინფექციის მართვაში. განვიხილეთ დეტალები, თუ რა შედეგი აქვთ და რა პრობლემებს აწყდებიან როგორც პაციენტების მართვის, მკურნალობის პერიოდში, ასევე საწოლ ფონდთან მიმართებაში. განვიხილავთ ამ წუთებშიც, თუ ვინ იქნება შემდეგი ჯგუფი, რომელიც იქნება ჩართული გაფართოებული ტესტირების ფარგლებში. ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოწყვლადი ჯგუფები, მოხუცებულთა თავშესაფრები და ისეთი სათემო პანსიონატები, სადაც არიან მოთავსებული შშმ პირები, როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები, ჩაერთვებიან ტესტირებებში", - განაცხადა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, მზად არიან, ტესტირება ხვალიდან დაიწყონ, თუმცა გარკვეული პროცედურებიდან გამომდინარე, თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×