რეზონანსი
28.04.2020

თეთრიწყაროში დადასტურებული ორივე ახალი შემთხვევა საავადმყოფოს ექთნის კლასტერს უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ დაუდასტურა.

„დადასტურებულია კიდევ ორი შემთხვევა, ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის დედაა, მეორე კი, ექიმია. კონტაქტების რიცხვი 150-მდეა გაზრდილი. ლუგარის ლაბორატორიიდან უკვე ჩამოვიდნენ სპეციალისტები. ისინი ჯერ სოფლებში მუშაობენ. ალბათ მალე გადმოვლენ რაიონულ ცენტრშიც", - განაცხადა გიორგი ქორიძემ.

კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა თეთრიწყაროში დღეს დადასტურდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×