რეზონანსი
28.04.2020

თელავში,მდინარე ალაზანში 80 წლამდე კაცს ეძებენ. მეორე დღეა მაშველები სოფელ გულგულაში მცხოვრებ ალექსი პეტრიაშვილს ეძეებ. ადგილობრივების ინფორმაცით, გუშინ დილით ხანდაზმულმა მამაკაცმა საქონელი სამწყემსად მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანა.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, მდინარის პირას ნაპოვნია ტანსაცმელი, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ის წყალში საბანაოდ შევიდა და დინებამ წაიღო.

ადგილზე მობილიზებული არიან კახეთის მეხანძრე - მაშველები და თბილისის სწრაფი რეაგირების ბაზის მყვინთავები სპეციალური ტექნიკით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×