რეზონანსი
28.04.2020

პაციენტი, რომელსაც ქუთაისში ახალი კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელია.

ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „კოვიდ-19"-ით ინფიცირებული პაციენტის ოჯახის ერთ-ერთ წევრს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულ მამაკაცს კონტაქტი ჰქონდა „ლიბერთი ბანკის" მოლარესთან, შესაბამისად, არ არის გამორიცხული მუნიციპალიტეტის მერიისა და„ლიბერთი ბანკის" წყალტუბოს ფილიალის თანამშრომლები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

წყალტუბოში მუშაობა უკვე დაიწყეს ეპიდემიოლოგებმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×