რეზონანსი
28.04.2020

 პირველ საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში შესაძლოა, საავადმყოფო კიდევ 16-მა პაციენტმა დატოვოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა განუცხადა.

ლევან რატიანის განცხადებით, მათი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და ახლა განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული და მოვიდა პირველადი კვლევის უარყოფითი პასუხი. გაგაზვნილია დღეს მეორადი კვლევისთვის და ველოდებით პასუხს. ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა", - განაცხადა რატიანმა.

რატიანის ცნობით, კლინიკაში ამ დროისთვის 105 პაციენტი იმყოფება, აქედან 86 კორონავირუსით ინფიცირებულია.

“Report.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×