რეზონანსი
28.04.2020

საქართველოს ზოგიერთ რაიონში 2 მაისამდე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული დაცვის სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 27-29 აპრილს დღის საათებში დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 30 აპრილს დასავლეთ საქართველოში +29, აღმოსავლეთ საქართველოში კი +25 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ 28 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 30 აპრილს +22 გრადუსამდე მოიმატებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×