რეზონანსი
28.04.2020

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

თბილისის მერიის ცნობით, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამუშავდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დუმბაძის გამზირისა და ნონეშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზები. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და ჭავჭავაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×