რეზონანსი
28.04.2020

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აპ­რი­ლი­სა და მა­ი­სის რი­ცხვებ­ში პი­კის მო­ლო­დინ­ში აღარ არი­ან. რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნას უკვე აქვს პლა­ტო და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, შემ­დე­გი მო­ლო­დი­ნი არის ამ პლა­ტო­ზე ინ­ფექ­ცი­ე­ბის მარ­თვა.

“ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო სწო­რედ ის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვქო­ნო­და პიკი და ჩვენ შეგვძლე­ბო­და გვე­მარ­თა ვირუ­სი და გვქო­ნო­და პლა­ტო. დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ არ გვაქვს და­ა­ა­ნონ­სე­ბუ­ლი პიკი, მაგ­რამ სწო­რედ იმის­თვის, რომ ეს პიკი არ ყო­ფი­ლი­ყო, იყო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა მთავ­რო­ბის მხრი­დან და ასე­ვე, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან იყო შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და მო­წო­დე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ მათ ვთხოვ­დით ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში.

ყო­ვე­ლი­ვე ამან გა­მო­იწ­ვია ერ­თობ­ლი­ვი შე­დე­გი, ჩვენ უკვე აღარ ვართ აპ­რი­ლი­სა და მა­ი­სის რი­ცხვებ­ში იმის მო­ლო­დინ­ში, რომ ჩვენ გვქონ­დეს პიკი, არა­მედ ჩვენ უკვე გვაქვს პლა­ტო და შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბის შე­დე­გად, შემ­დე­გი მო­ლო­დი­ნიც არის უკვე ამ პლა­ტო­ზე ინ­ფექ­ცი­ე­ბის მარ­თვა, რათა არ მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის ეკო­ნო­მი­კუ­რი ზი­ა­ნი და ჩვენ შევ­ძლოთ, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში ისე ვმარ­თოთ ეს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რომ ქვე­ყა­ნა­ში მოხ­დეს ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა და ზრდა”, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ “იმე­დის” ეთერ­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×