რეზონანსი
27.04.2020

რამდენჯერაც პატრიარქს არ დავუჯერეთ იმდენჯერ ქვეყანა მძიმე დღეში ჩავარდა - ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.

„ყველას გილოცავთ კიდევ ერთხელ აღდგომას. ღმერთმა დაიცვას ჩვენი ქვეყანა. მე მჯერა პატრიარქის სიტყვები და ის არის ყველას მამა, რაც მან თქვა ყოველთვის სრულდება და რამდენჯერაც მას არ დავუჯერეთ, იმდენჯერ ქვეყანა მძიმე დღეში ჩავარდა.

გვაკურთხა, გვითხრა, რომ დამიჯერეთ და ყველაფერი კარგად იქნება. თქვა კიდეც, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ყველაზე მარტივად ჩვენ გადავიტანთ.

დასცინეს ამის გამო, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება" - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×