რეზონანსი
27.04.2020

ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები თვითდასაქმებულებისთვის განკუთვნილი, მთავრობის მიერ ერთჯერადად დაწესებული 300-ლარიანი დახმარებით ისარგებლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარაკალაიამ განუცხადა, ტაქსის მძღლები აღნიშნული თანხის მიღებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან გაცემული ლიცენზიებისა და ნებართვების წარდგენის საფუძველზე მიიღებენ.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იმ ადამინების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც თვითდასაქმებულები არიან ონლაინ პორტალი იქმნება, სადაც მოქალაქეები პერსონალური ინფორმაციის მითითებას და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთავს შეძლებენ, შემდეგ კი კომისიის მიერ მათი განხილვა და დოკუმენტების ვალიდურად ცნობა მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×