რეზონანსი
27.04.2020

პლაქვენილს გვერდითი მოვლენები აქვს, მაგრამ არა ისე ხშრად, როგორც ამას ამბობენ. სანამ უკეთესი პრეპარატი არ გამოჩნდება, ამ ეტაპზე უნდა მივყვეთ იმ პროტოკოლს, რომელიც გვაქვს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

„პლაქვენილი არ გახლავთ ერთმნიშვნელოვნად ანტივირუსული საშუალება, რომელიც კორონავირუსული ინფექციის სამკურნალოდ გამოიყენება, უბრალოდ პლაქვენილმა თავის დროზე სხვა პრეპარატებთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა, რის გამოც ის აღიარებული იქნა ევროპის ქვეყნებში და ის გამოიყენებოდა და ახლაც გამოიყენება სამკურნალოდ სხვადასხვა ინსტიტუციების პროტოკოლსა და გაიდლაინში. წამყვანი ევროპული ქვეყნები თუ აშშ-ი მას წარმატებით იყენებს. ახლა გამოჩნდა ახალი კვლევები, სადაც პლაქვენილის გვერდით ეფექტებზე და მის ეფექტობაზეა საუბარი. ჩვენ, ჩვენს პაციენტებთან, ვისთანაც ეს წამალი გამოვიყენეთ, (აღემატება 50-60 პაციენტს), არც ერთ გვერდითი ეფექტი არ განვითარებულა", - აღნიშნა ინფექციონისტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×