რეზონანსი
27.04.2020

ჩინეთში კოვიდინფექციით გარდაცვალებისა და ინფიცირების რეკოდრული კლება ფიქსირდება.

Worldmeter-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირების 3, ხოლო გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა.

საერთო ჯამში, ჩინეთში ვირუსს 4 633 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 77 474 განიკურნა.

ცნობისთვის, 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. ვირუსი პირველად ჩინეთში, უხანის პროვინციაში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა. 21 იანვარს ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კოვიდ-19 გადამდებია.

"Pia.ge"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×