რეზონანსი
27.04.2020

ბათუმში კლინიკა "მედალფას" დღეს ოთხი გამოჯანმრთელებული დატოვებს. ოთხივე პირი ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. ამ კლასტერიდან ერთი არასრულწლოვანიც გამოჯანმრთელდა, რომელიც ქუთაისში მკურნალობდა. აჭარაში კორონავირუსისგან სულ 20 პირი განიკურნა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 24 საათის განმავლობაში 177 პირი გამოიკვლიეს და ყველას პასუხი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, "მედალფაში" 33 პაციენტი რჩება. მათგან ერთის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×