რეზონანსი
27.04.2020

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია აცხადებს, რომ ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, რომლებმაც Covid-19-ის ეპიდემიის პირობებში სამუშაო დაკარგეს, მთავრობისგან დახმარებას ვერ მიიღებენ.

„ფიზიკურ პირებთან მომუშავე ადამიანები, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ დახმარებას, იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური პირის მიერ მიღებული დადასტურება ვერ იქნება, სამწუხაროდ, საკმარისი", - განაცხადა თამარ ბარკალაიამ „რუსთავი 2-თან" საუბრისას.

ასეთი ადამიანები არიან ძიძები, ფიზიკურ პირებთან მომუშავე მძღოლები, დამლაგებლები და ა.შ. „იურიდიული პირის მიერ უნდა იყოს ცნობა აუცილებლად გაცემული", - თქვა თამარ ბარკალაიამ.

„იმ შემთხვევაში, თუ [მოქალაქე] მძღოლად მუშაობდა ან ტაქსის მძღოლი იყო, ამ შემთხვევაში ლიცენზია იქნება საკმარისი. თუმცა, თუ ის მძღოლად მუშაობდა ოჯახში, ოჯახის წერილი, სამწუხაროდ, არ იქნება საკმარისი", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×