რეზონანსი
27.04.2020

“რაც შეეხება იმას, რომ ერთმანეთს ვაპატიეთ, მე ვანო მერაბიშვილს მინდა ვაპატიო, მაგრამ თვითონ რა მაპატია, კარგად ვერ გავიგე. გუშინდელ გადაცემაში უთქვამს, რომ თურმე მე დამიპატიმრებია.

დარეკვა იყო „პრივატული". არ მეგონა, რომ ეს გასასაჯაროებელი იქნებოდა და სასაუბრო, მაგრამ ეს მისი ნებაა. მე ვანო მერაბიშვილთან პრობლემა არ მაქვს. მე მას ვიცნობდი იქამდე, სანამ ის გახდებოდა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს. ერთი სიტყვით ეს იყო ადამიანური საუბრები ყოფილ პატიმრებს შორის. ჩვენ ერთმანეთს გავუგებთ ყოველთვის.

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომ მე მან მაპატია, მეგონა რომ მაპატია ის რომ თავის დროზე როდესაც მოჭიდავეების საკითხი იყო, მაშინ მე ის ცუდად მოვიხსენიე. შემდეგ ამას მოჰყვა ჩემი და გიგა ბოკერიას კონფლიქტი. მე თავს ვანოს დამპატიმრებლად არ ვთვლი. კოალიციაში როდესაც ხარ და ბიძინა ვიღაცას აპატიმრებს, ასეთ რამეზე ჩემს თავზე ვერ ავიღებდი პასუხისმგებლობას. აქ მე რა დანაშაული მაქვს, არ ვიცი, მაგრამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და მას სრული უფლება აქვს, შევიდეს პოლიტიკაში", - გვითხრა ვანო მერაბიშვილმა, რომელთან ინტერვიუს სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ “მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა: ციხიდან რომ გამოვედი, პირველი ლევან ბერძენიშვილს დავურეკე, მან მაპატია და მეც ვაპატიე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×