რეზონანსი
27.04.2020

რესპუბლიკური საავადმყოფო ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, - ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კლინიკაში კიდევ 6 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

“ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა კლინიკიდან. დღეს 6 პაციენტს რეტესტირება უტარდება, გუშინ გაკეთებული ტესტებით აღმოჩნდა, რომ 6 ტესტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიურია, თუ ამ პაციენტებზე მოვიდა ისევ უარყოფითი პასუხი, მათაც ხვალ გავუშვებთ სახლში", - განაცხადა ლევან გოფოძემ.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისათვის დაკვირვების ქვეშ იმყოფება 64 პაციენტი, მათგან 47 კოვიდინფიცირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×