თამარ შუკვანი
27.04.2020

მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული შეზღუდვები თანდათანობით იხსნება, რადგან ბევრ სახელმწიფოში დღეს უკვე კოვიდ-19 დამარცხებულად არის გამოცხადებული. ჩაკეტილი ქვეყნები გაიხსნება, აკრძალვები გაუქმდება და მსოფლიო ეტაპობრივად დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. მედიკოსთა ნაწილის თქმით, ვირუსი არსად გაქრება, შესაბამისად, მსოფლიო საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად მოუწევს ცხოვრება, ამიტომაც, ძველებურად შეიძლება არაფერი იყოს.

დავიწყოთ საქართველოში არსებული მდგომარეობით; ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ, ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე. ეტაპებს შორის კი შუალედი, საშუალოდ, ორი კვირა იქნება.

27 აპრილიდან დაშვებულია მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა სრულად - საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა. ორი კვირის შემდეგ კი მოჰყვება სხვა შეზღუდვების მოხსნაც, როგორიცაა აღდგება მშენებლობა, სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება და ა.შ.

ახალ ზელანდიაში აცხადებენ, რომ კორონავირუსი დაამარცხეს და „ამ დროისთვის ბრძოლა მოგებუალია." ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასინდა არდერნიმ განაცხადა. ქვეყანა 28 აპრილიდან კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საკმაოდ დიდ ნაწილს მოხსნის. ამასთან, ახალ ზელანდიაში აღდგება სწავლა.

ამ ყველაფრის მიზეზი კი ის არის, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ახალ ზელანდიაში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების ერთეული რაოდენობა გამოვლინდა. 26 აპრილს ვირუსით მხოლოდ ერთი ადამიანი დაინფიცირდა. ახალ ზელანდიაში მთლიანობაში კორონავირუსის 1 469 შემთხვევაა დადასტურდა, ვირუსს ქვეყანაში 19 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

რაც შეეხება იტალიას, რომელიც ვირუსის გავრცელებისა და გარდაცვალების რაოდენობის კუთხით ეპიცენტრი იყო ევროპაში, ქვეყანაში უკვე შეზღუდვების მოხსნის გეგმის შესახებ საუბრობენ. ქვეყანა ევროპის ყველაზე გრძელვადიანი კარანტინის მოხსნას 4 მაისიდან დაიწყებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

შეზღუდვების მოხსნის პირველ ეტაპზე ინდუსტრიული სექტორი გაიხსნება, მომდევნო ორ კვირაში საცალო ვაჭრობის ობიექტები და მუზეუმები. ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონების გახსნა პირველი ივნისისთვისაა დაგეგმილი. რაც შეეხება სკოლებს, კონტეს თქმით,სწავლა სექტემბერში დაიწება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ადამიანები ნათესაბენის მონახულებას მაისიდან შეძლებენ, თუმცა, „დიდი შეკრებები არ იქნება."

„ჩვენ ყველას გვინდა ქვეყნის გადატვირთვა. მაგრამ, ერთადერთი გზა, რომ ამ ვირუსთან ერთად ვიცხოვროთ არის ის, რომ ავად არ უნდა გავხდეთ და სოციალური დისტანცია დავიცვათ. გთხოვთ, თუ გიყვართ იტალია, დაიცავით დისტანცია ერთმანეთისგან," - აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის, იტალია კორონავირუსის პანდემიამ ერთ-ერთი პირველი დააზარალა. ევროპის კონტინენტზე, ვირუსს ქვეყანაში ყველაზე მეტი, 26 644 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 197 675 პირი დაინფიცირდა.

საკარანტინო ზომებს არბილებს შვეიცარია და ავსტრია. შვეიცარიაში, სალონები და საყოფაცხოვრებო მომსახურების კომპანიები 27 აპრილს გაანახლებენ მუშაობას. ხელისუფლება სკოლების გახსნას 11 მაისის შემდეგ აპირებს, მაგრამ ბარები და რესტორნები დახურული დარჩება მინიმუმ 8 ივნისამდე.

ამ კვირაში ასევე საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებას ელის ავსტრიაც: პირველი მაისიდან გაიხსნება მაღაზიები, სალონები და ა.შ. გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნება რესტორნები: დაწესებულებები არ უნდა მუშაობდნენ 23:00 საათზე გვიან, თანამშრომლებს მოეთხოვებათ ნიღბების ტარება, ასევე მკაცრად იქნება რეგულირებული ვიზიტორთა რაოდენობა და მათი ადგილმდებარეობა რესტორნებში. ამის შესახე ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა.

მისივე თქმით, დეტალების წარდგენას 28 აპრილს მოხდება. მაისის შუა რიცხვებში შესაძლოა ეკლესიები გაიხსნას, სადაც ჩატარდება ღვთისმსსახურება მაგრამ გადაწყვეტილება მიიღება პაციენტების რაოდენობის დინამიკაზე.

რაც შეეხება ლიტვას - ზოოპარკები, მაღაზიები და კაფეები გაიხსნა 27 აპრილს გაიხსნა. ამასთან, იხსნება მუზეუმები, ბიბლიოთეკები, ქუჩის კაფეები, ასევე სილამაზის სალონები. სპორტული მოედნები, როგორიცაა გოლფი და ჩოგბურთი, ხელმისაწვდომი აგხდება სპორტული მოედნები. გაიხსნება ზოოპარკები და ბოტანიკური ბაღები. მანამდე, გასულ ხუთშაბათს, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, გაიხსნა ყველა საცალო მაღაზია, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში მოქმედი მაღაზიები.

ამასთან, ნიდერლანდებში გაიხსნება საბავშვო ბაღები, განახლდება დაწყებითი სკოლის გაკვეთილები. კლასები დაიყოფა ორ ან მეტ ჯგუფად, დაავადების რისკის შესამცირებლად. დარჩენილი სტუდენტები თანდათან უნდა დაბრუნდნენ სკოლაში 2 ივნისიდან. საკარანტინო ზომების შემსუბუქების გადაწყვეტილებას ნიდერლანდების ხელისუფლება იღებს სტატისტიკაზე დაყრდნიბით.

მაისის ბოლოს, სკოლის მოსწავლეებს უფლება ექნებათ დაკავდნენ სპორტით, მათ შორის გუნდური სპორტით ფიზიკური კონტაქტით. 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ დაკავდნენ სპორტით, მაგალითად, ჩოგბურთით. სპორტულ კლუბებსაც შეეძლებათ განაახლონ კლასები, მაგრამ მხოლოდ ინდივიდუალური სპორტის სახეობები დაიშვება.

ესპანეთის ხელისუფლებაც ხსნის შეზღუდვებს, სადაც ერთ-ერთ ყველაზე მკაცრი საკარანტინო ზომაა ევროპაში. 26 აპრილიდან 14 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს ეძლევა უფლება გარეთ გასვლის შეზღუდვების გარეშე.

20 აპრილიდან დანია და ნორვეგია შეარბილეს საკარანტინო ზომები. მცირე ბიზნესის საწარმოებმა განაახლეს მუშაობა დანიაში, გაიხსნა სკოლები და საბავშვო ბაღები. ბაგა-ბაღები ასევე გაიხსნა ნორვეგიაშიც, ხოლო სკოლები გაიხსნება 27 აპრილიდან 1-4 კლასის მოსწავლეებისთვის. ამავე დროს, ნორვეგიელებს მოუწოდებენ გამოიყენონ ნებაყოფლობითი მობილური აპლიკაცია ინფიცირებული კოვიდ-19- ის თვალყურის დევნებისთვის.

ასევე ადრე, პოლონეთის ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები გარკვეული ზომების მოსახსნელად. მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ ფეხით გაისეირნონ პარკებსა და ტყის პარკებში. გაიზარდა მომხმარებლების მაქსიმალური რაოდენობა მაღაზიებში. ვარშავა გეგმავს საკარანტინო ღონისძიებების შესუსტებას ან გაძლიერებას - ვითარების ვითარებიდან გამომდინარე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×