რეზონანსი
27.04.2020

შესაძლებელია, ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით - ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

"გეგმა, რომელიც წარადგინა საქართველოს მთავრობამ, იყო თანმიმდევრული და მას გააჩნდა რამდენიმე ეტაპი, რომელშიც გარკვეული პერიოდი გვაქვს დასაცავი ეტაპებს შორის, თუმცა ხაზგასმით იქნა ნათქვამი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, შესაძლებელია, ჩვენ მოგვიწიოს ამ გეგმის როგორც დაჩქარებით მიღება, ასევე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება დამძიმდა ქვეყანაში, ხელახლა ავამოქმედოთ შეზღუდვები და ხელახლა მოგვიწიოს შეზღუდვები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ჩვენს თანამოქალაქეებს, გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არსებობს დღეს ქვეყანაში, მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს და, რა თქმა უნდა, საკუთარ წრეს" - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×