რეზონანსი
27.04.2020

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის შენობის წინ აქცია პერფორმანსი გამართა.

მან ხელისუფლება და პირადად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მოსახლეობის შიმშილის ზღვრამდე მიყვანაში დაადანაშაულა.

„გასაგებია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ივანიშვილზეა, თუმცა ხშირად ავიწყდებათ, რომ ეს ქალი ამ ქვეყანაში დასასვენებლად და საპენსიო ასაკის გასატარებლად ჩამოვიდა, პრეზიდენტი არის ერთ-ერთი პასუხისმგებელი შექმნილი სიტუაციაის, რადგან მის მიერ გამოცემულმა დეკრეტებმა ადამიანები შიმშილის პირამდე მიიყვანა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული აქცია-პერფორმანსი საგანმანათლებლო ხასიათისაა.

„მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიმშილობს და მათხოვრობის მდგომარეობაში არიან. უბრალოდ, ამ ადამინებს საკუთარ თავმოყვარეობას ვერ აბიჯებენ და ვერ გამოდიან ქუჩაში. ხელს ვერ იშვერენ და ვერ იწყებენ ასე მათხოვრობას. შეიძლება ბევრ მათგანს მოუწიოს, მაგრამ ამ წუთში ამ მდგომარეობაში არიან. მე ვარ ახლა მათი ხმა. რასაც ისინი ვერ აკეთებენ, მე გამოვედი და ვაკეთებ. გამოვედი და ვმათხოვრობ. სამათხოვროდ დავჯექი სპეციალურად აქ, პრეზიდენტის რეზიდენციის წინ. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერში ხელისუფლებაა დამნაშავე", - განაცხადა ჯაფარიძემ.

სიტუაციაში გასარკვევად ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×