რეზონანსი
27.04.2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანას, ჯერჯერობით, ხორბლის დეფიციტი არ ემუქრება.

„მკაფიოდ უნდა ითქვას, რაც ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია; გვაქვს სრული პასუხისმგებლობა აღებული იმაზე, რომ ქვეყნის ხორბლით უზრუნველყოფა არ შეფერხდეს. საქართველოში პურის ფასი შენარჩუნებულია, ხორბლის მარაგების შესახებ ამ ქვეყანაში კითხვის ნიშანიც არ დასმულა. პოპულისტური და დილეტანტურია გარკვეული ოპოზიციური ძალების განცხადებები, ისინი ჩვენი ფერმერების გრძნობებით მანიპულირებენ. მათ არ აქვთ პროფესიონალური ცოდნა დასკვნების გასაკეთებლად" - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×