
დღეიდან საქართველოში დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა ამოქმედდა, - ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რა სახის შეზღუდვები იხსნება დღეიდან და აღნიშნა, რომ ყველა ეს ღონისძიება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური პროტოკოლისა და შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით განხორციელდება.
„დღეს ჩატარადა საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა, სადაც განხილული იქნა ქვეყანაში არსებული ვითარება Covid 19-თან ბრძოლის თვალსაზრისით. როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდა დაწესებული შეზღდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკური გახსნის გეგმა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში დღესდღეისობით დაშვებულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ასევე, შესაძლებელია ტაქსების ოპერირება, ონლაინვაჭრობა, როგორც საბითუმო, ასევე საცალო. ამოქმედდება აგრარული ბაზრები.
მინდა, ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ყველა ეს სერვისი და ყველა ამ შეზღუდვის მოხსნა განხორციელდება ჯანდაცვის სამიინსტროს სპეციალური პროტოკოლისა და ასევე, შესაბამისი სამინისტროების სპეციალური რეგულაციების მკაცრი დაცვით", - განაცხადა ირაკლი ჩქიოვანმა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველამ დავიცვათ მოთხოვნები, რომელიც აუცილებელია, რათა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში იხსენება ეკონომიკური შეზღუდვები და გარკვეულწილად მსუბუქდება, ჩვენ აუცილებლად დავიცვათ ყველა მოთხოვნა, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამის უწყებებს", - აღნიშნა პრემიერის პრესსპიკერმა.