რეზონანსი
27.04.2020

რუ­სეთ­მა კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბით უკვე გა­და­ას­წრო ჩი­ნეთს და ის ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ო­ში მე­ცხრე ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა. ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 6 198 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბულ­მა შემ­თხვე­ვებ­მა 87 147 შე­ად­გი­ნა.

ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი კი 800-ს აღ­წევს. რუსეთში მცხოვრები ქართველი ხა­თუ­ნა ჟვა­ნია, არსებულ მდგომარეობაზე ყვება: "ძა­ლი­ან რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ნი­ა­რად ცდი­ლობს ინ­ფორ­მა­ცია და­მა­ლოს. ბი­უ­ჯე­ტის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე მყო­ფი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­უ­ბარს ვირუ­სის მას­შტა­ბუ­რო­ბა­ზე კი არა, დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზეც კი უკ­რძა­ლა­ვენ იმ მი­ზე­ზით, რომ პა­ნი­კა არ და­ი­წყოს, რად­გან "მო­სახ­ლე­ო­ბა სტრე­სის ქვეშ იქ­ნე­ბა, რაც მათ იმუ­ნი­ტეტს შე­ა­სუს­ტებს..."

"ბოლო დღე­ე­ბია, რუ­სებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სით სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში უამ­რა­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ინ­ფი­ცირ­და. ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არის პო­ლიკ­ლი­ნი­კა, რომ­ლის ორი თა­ნამ­შრო­მე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა... სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ გა­ა­კე­თა კო­მენ­ტა­რი, თით­ქოს ორი­ვეს ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი ჰქონ­და, რა­საც გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა - ახ­ლობ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს ტყუ­ი­ლია...

თუმ­ცა, სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვის ში­შით, ყვე­ლა ვერ ბე­დავს ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს, თო­რემ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ძა­ლი­ან მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა მოს­კო­ვის, სან­კტ-პე­რერ­ბურ­გის, სტავ­რო­პო­ლის, სო­ჭის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში. მათ კვალ­დაკ­ვალ გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი არი­ან სამ­თავ­რო­ბო ტრო­ლე­ბი და რო­გორც კი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამ პრობ­ლე­მა­ზე იწყე­ბენ სა­უ­ბარს, ისი­ნი შე­ტე­ვა­ზე გა­და­დი­ან - თით­ქოს გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში არც არ­სე­ბო­ბენ.

ასე­ვე სთხო­ვენ, და­ა­სა­ხე­ლონ, სად, რო­მელ კლი­ნი­კა­ში ხდე­ბა გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა პა­ცი­ენ­ტე­ბის აღ­რი­ცხვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ცხა­დია, პრობ­ლე­მებს ყვე­ლა გა­ურ­ბის, რად­გან ასე­თი სა­უბ­რე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას, ФСБ-მ და­ი­წყო მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა. ტრო­ლე­ბი იმა­საც წე­რენ, რომ მო­ვიშ­ვი­შე ხალ­ხი და­სავ­ლე­თის პრო­პა­გან­დას არის აყო­ლი­ლი, რათა ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა და­აკ­ნი­ნოს.

ირაკ­ლი ჟღენ­ტი, რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი: "უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. ექი­მე­ბი გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი ჰყავთ, რომ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ავ­რცე­ლონ, სი­ნამ­დვი­ლე­ში 4-5-ჯერ მე­ტია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და გარ­დაც­ვლი­ლიც... მძი­მე სი­ტუ­ა­ცი­აა არ­მი­ა­შიც, სა­დაც სამ­თავ­რო­ბო მე­დია მხო­ლოდ 900-მდე რი­ცხვს ასა­ხე­ლებს. ჰოს­პი­ტა­ლი­ზი­რე­ბულ­თა 80%-ს ორ­მხრი­ვი პნევ­მო­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი აქვს. სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია წუხს, რომ იმ­დე­ნად დი­დია მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა, ყო­ველ­გვა­რი გეგ­მის გა­რე­შე, ექ­სტრე­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში მუ­შა­ო­ბენ. უამ­რავ მათ­განს არ აქვს ტეს­ტე­ბი და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რა­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან მო­მუ­შა­ვე სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი კა­რან­ტინ­ში, ან თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ვერ მი­დის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ო­ბას, რაც ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბას უწყობს ხელს. ასე რომ, და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვე­ლო­დე­ბით".

წყარო: “Ambebi.ge“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×