რეზონანსი
27.04.2020

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით მოიხსნა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული შეზღუდვების ნაწილი, რომელიც ღია ტიპის აგრარული ბაზრების გახსნასაც ითვალისწინებს, ოზურგეთის ბაზარი კვლავ დაკეტილია. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ყოველგვარი რესურსი ამოეწურათ და ბაზარში მუშაობის გაგრძელების იმედი დღეიდან ჰქონდათ.

“გვეგონა, რომ დღეს გაიხსნებოდა ბაზარი, მაგრამ, რომ მოვედით, ასეთი სიტუაცია დაგვხვდა. სამი ბავშვი მყავს სახლში. აქ თუ არ გამოვედი და არ ვიმუშავე, რა უნდა ვაჭამო. დედა მყავს პენსიონერი და დიაბეტიანი, იმას წამალი უნდა. ამით ვშვრებოდი ყველაფერს. დაგვიკეტეს, ადექით, წადითო გვეუბნებიან და სად წავიდეთ, მაშინ დაგვეხმარონ,“- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, იზო სირაძემ "კურიერთან" საუბრისას.

“რატომ არ იქნება, რის მიზეზია, უკვე რამდენი ხანია სახლში ვსხედვართ, ჩვენ პურის ფული ამით შეგვქონდა ოჯახში. მოსაკითხია. ვისაც დავურეკეთ, ყველა იძახის, ჩვენ არ ვიცითო,"-აცხადებს ერთ-ერთი მოვაჭრე მზევინარ შავაძე.

ოზურგეთის აგრარული ბაზრის დირექტორი ამბობს, რომ სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ მოცემული რეკომენდაციების შესრულება ვერ შეძლო და ბაზარი სწორედ ამიტომ ვერ გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×