რეზონანსი
27.04.2020

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 110 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 87 კორონავირუსით ინფიცირებულია.

ამასთან, კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს.

„გუშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდა ერთი ტესტირება. გასული იყო 14 დღე, ორივე შემთხვევაში უარყოფითი პასუხი მივიღეთ და ეწერება ბინაზე",- განაცხადა საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმმა ლევან რატიანმა.

ამასთან, რატიანი ამბობს, რომ დღეს კორონავირუსზე პირველადი ტესტი სამ ათეულ პაციენტს ჩაუტარდა და შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„დღეს გაგზავნილი გვაქვს სამი ათეული ტესტი, პირველადი ტესტი და ვნახოთ, რა შედეგებს მივიღებთ",- დასძინა რატიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×