რეზონანსი
27.04.2020

დღეს, 27 აპრილს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო. კერძოდ შეზღუდვები მოიხსნა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვაზე, რომელიც 17 აპრილიდან მოქმედებდა.

შსს-ს მონაცემების მიხედვით, ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისა და მგზავრთა გადაყვანის წესის დარღვევისთვის, დღემდე 1,662 მოქალაქე დაჯარიმდა. თუმ ამ რაოდენობას გავამრავლებთ 3000 ლარზე, მაშინ მხოლოდ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე 4,986,000 ლარის ოდენობით ჯარიმა გამოიწერა.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 115 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

პოლიციამ, 26 აპრილის 21 საათიდან 27 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 68 მოქალაქე დააჯარიმა.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 23 მოქალაქე დააჯარიმეს.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×