რეზონანსი
27.04.2020

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 198 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ეს დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით რუსეთმა ჩინეთს გადაუსწრო. პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 87 147 შემთხვევა დადასტურთა. აქედან 45 351 შემთხვევა მოსკოვში დაფიქსირდა.

რაც შეეხება კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელს, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო პანდემიის დაწყებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსს 794 ადამიანი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×