რეზონანსი
27.04.2020

"პირველი ეტაპი, რასაც ჰქვია შეკავების პერიოდი, არაჩვეულებრივი მონაცემებით დამთავრდა. როდესაც დაგვეწყო შიდა გავრცელება, სახელმწიფომ ადეკვატური ნაბიჯები გადადგა და მოქალაქეების პასუხისმგებლობის გრძნობაც შესაბამისად მიჰყვებოდა ამ ვითარებას. საბედნიეროდ, შიდა გავრცელება კონტროლირებადი, ზომიერი ტემპით ხდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეჭვი ეპარებათ ხოლმე, რომ სტატისტიკა გაყალბებულია, მაგრამ სტატისტიკის გაყალბება ხომ დაავადების შემთხვევებს ვერ შეაჩერებს. მონაცემები არის ნამდვილი და ეს ქვეყნის გამარჯვებაა",- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ მოსახლეობა შეინარჩუნებს იმ ჩვევებს, რომლებიც არსებული შეზღუდვების პირობებში ჩამოუყალიბდათ, ვითარება კონტროლის ქვეშ დარჩება.

"შევინარჩუნოთ ის უნარ-ჩვევები რაც დღეს გვაქვს და შესაშური გამარჯვება გავაგრძელოთ",- აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×