
რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა დუმილს არღვევს.
,,ნიუპოსტის" კორესპნდნეტის ცნობით, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მღვდლები ერმანეთს სოფლების: ღვლევი-სკრის გასაყართან, 20 აპრილის ღამეს დაუპირისპირდნენ.
ჩხუბი ერთი სასულიერო პირის დაჭრით დასრულდა და ადგილზე ორი დღის განმავლობაში სამართალდამცველები მუშაობდნენ. ხალხი ამბობს, რომ პოლიცია იმ პირებს ეძბდა, ვინც ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.
ქარელის რაიონში ყვებიან, რომ ამბის დეტალებებზე საუბრისგან აქ ყველა თავს იკავებს რადგან, კრიმინალური დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი მიტროპოლიტ იობის შვილობილია და დიდი გავლენებით სარგებლობს. დავითი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარია, სწორედ მან დაჭრა მკლავის არეში მონათლული ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვარი საბა, რომელთანაც დაპირისპირება თავდაპირველად იობის თანდასწრებით მოუხდა. არქიმანდრიტი საბა ფაქტს ამ დრომდე არ ადასტურებს.
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო თუმცა, დაკავებული ამ დრომდე არავინ არის. გადამალულია მანქანაც, რომელსაც ტყვიების კვალი ამ დრომდე ემჩნევა.
"ნიუპოსტი"