რეზონანსი
27.04.2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულია მერიის თანამშრომელი, - ამის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

„ერთი დადასტურებული ფაქტი დაგვემატა და ეს არის მერიის თანამშრომელი. გუშინვე მერიის თანამშრომლის მჭიდრო კავშირები იქნა შესწავლილი. მერიის სხვა თანამშრომლებთან, ასევე ინფიცირებულის კონტაქტებთან კორონავირუსზე უარყოფითი პასუხია მოსული.

ინფიცირებულების ოჯახები არიან თვითიზოლაციაში და მკაცრ კარანტინში, 40-ზე მეტი ადამიანი არის მკაცრ მეთვალყურეობაში",- განაცხადა რეხვიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×