რეზონანსი
27.04.2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხის ჩანაწერებზე საუბრობს. იგი აცხადებს, რომ ციხის კადრების ნაწილი რეალური იყო, ნაწილი კი დადგმული. მისი თქმით, მოსახლეობისთვის რეალური კადრების შემდეგ დადგმულიც დამაჯერებელი გამოჩნდა.

"ერთი ნაწილი, რომელიც არის საკნებში, რა თქმა უნდა, იყო დადგმული და მგონი, ცნობილია, ვინც დადგა, გვარები არ მახსოვს. მეორე ნაწილი, რომელსაც ერქვა დაშლა (კარანტინის დაშლა) ის არ იყო დადგმული. მაგრამ ერთმა არადადგმულმა კადრებმა დამაჯერებლობა შესძინა იმას", - განაცხადა "მთავარის" ეთერში მერაბიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×