რეზონანსი
26.04.2020

ეს იქცა პოლიტიკოსებისათვის პოლიტიკურ საკითხად. პირადად ჩემთვის, ჩემი მეგობრებისათვის, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებისათვის იქცა პოლიტიკურ პრობლემად, - ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გადაცემაში „მთავარი აქცენტები" განაცხადა.

ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მას პასუხისმგებლობა უნდა აეღო და უნდა გადამდგარიყო.

„მე ვთვლი, რომ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე, უნდა მიმეღო უფრო თამამი გადაწყვეტილება თავის დროზე. როგორც მინიმუმ, უნდა ამეღო პოლიტიკური პასუხისგებლობა და გადავმდგარიყავი", - განაცხდა მერაბიშვილმა.

წამყვანის კითხვაზე, თუ რატომ არ გადადგა მერაბიშვილი პასუხობს, რომ „ასე გადაწყდა".

„ახლა მიჭირს ამაზე საუბარი. ეს საკითხი განიხილებოდა ჩემს მიერაც, ჩვენს გუნდშიც. მათ შორის სააკშვილი და რამდენიმე ადამიანი, პოლიტიკური ხელმძღვანელობა. იყო სხვადასხვა მოსაზრებები, თუმცა მოხდა ისე, რომ გადაწყდა ისე, როგორც გადაწყდა. თუმცა, უპირველეს ყოვლისა ჩემთვის, ასევე, ჩემი მეგობრებისათვის, იქნებოდა უკეთესი", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

“პრაიმტაიმი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×