რეზონანსი
26.04.2020

ბათუმის კლინიკა "მედალფაში" ახალი კორონავირუსისაგან შვიდი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. აქ აცხადებენ, რომ 37-დან შვიდს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები აღარ აქვს.

პროტოკოლით გათვალისწინებული ანალიზების ჩატარება დაიწყო და თუ პასუხები უარყოფითი იქნება, პაციენტებს ბინაზე გაწერენ.

„37 პაციენტი გვყავს. ორი დღეა, ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია. ველოდებით შვიდ პაციენტზე ანალიზების პასუხს. ორმაგი დადასტურების შემდეგ, ვიფიქრებთ მათ გაწერაზე. რაც შეეხება ზოგად მდგმარეობას, უცვლელია. ერთი პაციენტია მძიმე, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაციენტების ნაწილს აღენიშნება პნევმონია და გრძელდება შესაბამისი მკურნალობა, ნაწილში დაავადება მიდის უსიმპტომოდ. რაც შეეხება მედიკოსებს, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა „მედალფას" მენეჯერმა, ლევან ანთაძემ.

ბათუმში კორონავირუსისგან ჯამში 15 პირი გამოჯანმრთელდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×