რეზონანსი
26.04.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა, მარინა ენდელაძემ იმ სიმპტომებზე ისაუბრა, რომელიც COVID 19-ით ინფიცირებას შეიძლება მოჰყვეს.

ამასთან, როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, 37 გრადუსი ტემპერატურაც, შესაძლოა, კორონავირუსის არსებობას მიანიშნებდეს:

"ჩვენთან პაციენტები განსხვავებული სიმპტომებით იყვნენ მოთავსებულები: ცხელება დაახლოებით 80%-ში, დანარჩენი სხვა სიმპტომატიკა იყო, რაც შევისწავლეთ. ზოგს აქვს ყელის ტკივილი, ხველა. ძალიან იშვიათი, მაგრამ იყო ცხვირიდან გამონადენი, დიარეა, გაბრუება, თავბრუსხვევა.

ნაწლავთა დიარეა-ნაწლავის მოქმედების დარღვევა. ძალიან ინტენსიური არაა, მაგრამ სხვადასხვა გამოვლინება იყო. რაც შეეხება ცემინებას, ეს არის ზოგადად, ორგანიზმის დაცვითი რეაქცია უცხო აგენტის მიმართ, ეს შეიძლება იყოს იშვიათად. თუმცა, ცემინება როგორც ასეთი COVID 19-ის სიმპტომი არ არის. დაცემინებით ადამიანს აცემინებს რაღაც ალერგიული ფაქტორით, რაღაც უცხო რომ მოხვდება. ცემინების დროს იქმნება გამომყოფი, მაგრამ როგორც ასეთი ცემინება არ არის სიმპტომი.

რაც შეეხება ტემპერატურას, თუ ადამიანისთვის 37 გრადუსი არ არის ბუნებრივი, ჩვეულებრივი ტემპერატურა, მაშინ მან უნდა მიმართოს ექიმს. ვინაიდან, საყურადღებოა. თუმცა არიან ისეთებიც, ვისთვისაც 37 გრადუსი ტემპერატურა ბუნებრივია"-ამბობს ენდელაძე.

“აიპრესი“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×